ღვარცოფისა და მეწყერის გახშირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტყის გაჩეხვაა. ტყის გაჩეხვა არა მარტო სტიქიური მოვლენების, არამედ ბევრი დაავადების წინაპირობაცაა.
ხეების მოჭრის შედეგად წარომქმნილ მდელოებზე მრავლედებიან მალარიის გადამტანი კოღოები-ანოფელესები. ანოფელესები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან სხვა კოღოებისგან.
მალარია მძიმე პარაზიტული დაავადებაა. მალარიით ყოველწლიურად 300-დან 500 მილიონამდე ადამიანი ავადდება. აქედან 1-დან 3 მილიონამდე იღუპება. დაღუპულთაგან 1-1.5 მილიონი მცირეწლოვანი ბავშვია.
ამის გამო ჩვენ ჩავატარეთ პატარა აქცია. მოჭრილ ხეებზე ვაკრავდით პლაკატებს წარწერით: -"ყოველი მოჭრილი ხის ნაცვლად უნდა დარგოთ 10 ხის ნერგი". იხილეთ აქციის დროს გადაღებული სურათები:
No comments:
Post a Comment