Thursday, November 21, 2013

ფუტკარი გადაშენების გზას ადგას

ფუტკარს დიდი მნიშვნელობა აქვს დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის. ფუტკრები მონაწილეობენ მცენარის გამრავლებისთვის აუცილებელ პროცესში-დამტვერვაში.



ფუტკრები იკვებებიან ყვავილის ნექტარით და უნებლიედ გადააქვთ ერთი ყვავილიდან მეორეზე მტვერი. ფუტკრის ბუსუსიანი სხეული ძალიან კარგად იკრავს მტვრის ნაწილაკებს. სწორედ ამიტომ მცენარეთა უმეტესობა ფუტკრების საშუალებით იმტვერება. ცნობილია, რომ ერთ ფუტკარს 15 000-მდე მტვრის მარცვლის გადატანა შეუძლია.  



ფუტკარს, როგორც ბიოლოგიურ ინდივიდს, გამოვლილი აქვს უამრავი ცვლილება დედამიწის ისტორიაში. მიუხედავად ამისა ადამიანმა შესწორებები შეიტანა მის ცხოვრებაში და ამუშავებს და აცხოვრებს ფუტკარს ისე , როგორც მას მიაჩნია საჭიროდ. ამ ჩარევის შედეგი სავალალოა. ფუტკარი გადაშენების გზას ადგას.

ფუტკრების შემცირების ძირითადი მიზეზია პესტიციდები. ფუტკრებისთვის განსაკუთრებით საშიშია პესტიციდების ის კლასი, რომელსაც ნეონიკოტინოიდებს უწოდებენ. ნეონიკოტინოიდები ბლოკავს მწერის ნერვულ დაბოლოებებს და ისეთ გავლენას ახდენს, რომ ისინი ნელ-ნელა კვდებიან შიმშილისგან.



ჩვენ ავიღეთ ინტერვიუ ერთ-ერთი მეფუტკრესგან, რომელიც აცხადებს:

“ვცხოვრობ ქალაქის გარეუბანში. გადავწყვიტე ფუტკრის მოშენება. დასაწყისისთვის მყავდა სამი ძირი, რომელიც ძალიან კარგად მუშაობდა მინდვრის ყვავილებზე. ეს მცენარეები უხვადაა ჩემს საცხოვრებელ სახლთან.  თავიდან ფუტკარი ძალიან მომძლავრდა და სამი ძირი გახდა ჯერ 6, ხოლო შემდეგ 12 სკა. თაფლსაც უხვად გვაძლევდა, რა თქმა უნდა ჩვენგანაც არ აკლდა მოვლა.  შემოდგომაზე ჩავატარეთ ყველა საჭირო პროცედურა რაც საჭირო იყო ფუტკრის ნორმალური გამოზამთრებისათვის: შეწამვლა , დათბუნება... მაგრამ გაზაფხულზე როდესაც ფუტკარი სკებიდან სამუშაოდ გამოვიდა  შევამჩნიეთ, რომ ფუტკრის აქტივობა შემცირდა, მიზეზს კი ვერ ვხვდებოდით. რამდენიმე თვეში ფუტკარი მთლიანად დაიხოცა “




ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთ გზად მიგვაჩნია ნეონიკოტინოიდების გამოყენების აკრძალვა, ვინაიდან ნეონიკოტინოიდები შეიძლება გახდეს დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის აუცილებელი ინდივიდების, ფუტკრების გადაშენების მიზეზი.  





Wednesday, November 6, 2013

აქცია-"გადავარჩინოთ საქართველოს ტყეები"

ღვარცოფისა და მეწყერის გახშირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტყის გაჩეხვაა.  ტყის გაჩეხვა არა მარტო სტიქიური მოვლენების, არამედ ბევრი დაავადების წინაპირობაცაა.

 ხეების მოჭრის შედეგად წარომქმნილ მდელოებზე მრავლედებიან მალარიის გადამტანი კოღოები-ანოფელესები. ანოფელესები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან სხვა კოღოებისგან. 

მალარია მძიმე პარაზიტული დაავადებაა. მალარიით ყოველწლიურად 300-დან 500 მილიონამდე ადამიანი ავადდება. აქედან 1-დან 3 მილიონამდე იღუპება. დაღუპულთაგან 1-1.5 მილიონი მცირეწლოვანი ბავშვია.

ამის გამო ჩვენ ჩავატარეთ პატარა აქცია. მოჭრილ ხეებზე ვაკრავდით პლაკატებს წარწერით: -"ყოველი მოჭრილი ხის ნაცვლად უნდა დარგოთ 10 ხის ნერგი". იხილეთ აქციის დროს გადაღებული სურათები:
















Sunday, November 3, 2013

გარემოს დაბინძურება

ყველგან შავ-თეთრი ფერები, დანგრეული სახლები, პოლიეთილენის პარკები, პლასტმასის ბოთლები, საღეჭი რეზინის ქაღალდები, შუშის ნამსხვრევები, გაჩეხილი ტყეები, მანქანების გამონაბოლქვი. ეს ჩვენი დღევანდელი რეალობაა. გულდასაწყვეტია, როცა მიდიხარ ნაცნობ ქუჩებზე, რომლებიც  ნაგვითაა სავსე. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ავიღეთ ინტერვიუ რამდენიმე მოქალაქესგან:



ჩვენს მიერ გადაღებული რამდენიმე სურათი: